ჩრდილოეთ კორეაში 30 ჩინელი გარდაიცვალა

ჩრდილოეთ კორეის სახალხო რესპუბლიკაში ავტოსაგზაო შემთხვევამ 30 ადამიანი იმსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მგზავრებით სავსე ავტობუსი ხიდიდან გადავარდა. ჩრდილოეთ კორეის ტელევიზია ავარიის სხვა დეტალებს არ ასაჯაროებს. მოგვიანებით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავტობუსში ჩინელი ტურისტები იმყოფებოდნენ. ჩრდილოეთ კორეის შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი განაცხადა, რომ მიმდინარეობდა მომხდარის დეტალების დადგენა და გარდაცვლილთა იდენტიფიკაცია. შემთხვევის ადგილზე უკვე მიემართებიან ჩინეთის საელჩოს წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები