გიორგი კვირიკაშვილმა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს საქართველოს დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერისთვისა და 45 მილიონი ევროს გამოყოფისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტუსკს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საქართველოს განვითარების, ქვეყნის მიერ აღებული კურსისა და დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერისთვის, რისი ნათელი გამოხატულებაც არის 45 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფა.
საქართველო შეუქცევადად განაგრძობს რეფორმებს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ამ პროცესში ნამდვილად შეუფასებელია ჩვენი დასავლელი პარტნიორების ასეთი მკაფიო მხარდაჭერა“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საბჭომ მაკროფინანსური დახმარების სახით, საქართველოსთვის 45 მილიონი ევროს გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები