მეუფე გრიგოლი: ერთგვარ ტესტს ვაბარებთ თუ რამდენად ღირსეულად გავივლით ამ რთულ მონაკვეთს ჩვენი ეკლესიისთვის
“ჩვენ ახლა ვაბარებთ ერთგვარ ტესტს, თუ რამდენად ღირსეულად გავივლით ამ რთულ მონაკვეთს ჩვენი ეკლესიისთვის,” – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ახალი პატრიარქის არჩევნების პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.
მეუფე გრიგოლი მეუფე ზენონის განცხადებებსაც გამოეხმაურა.
“მეუფემ [ზენონი] თუ რამე თქვა, ეს მისი აზრია და ამაზე რა უნდა გითხრათ, აბა… მე ვფიქრობ, იმდენად მნიშვნელოვან პროცესში ვართ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ღირსეულად და მშვიდობით წარიმართოს პროცესი და მაგალითი იყოს ეს ერისთვისაც. ერთგვარ ტესტს ვაბარებთ ახლა ჩვენ, თუ რამდენად ღირსეულად გავივლით ამ რთულ მონაკვეთს ჩვენი ეკლესიისთვის. მართლაც ურთულესი მონაკვეთია,” – აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.
ცნობისთვის, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსმა, ზენონ იარაჯულმა “ტვ პირველთან” განაცხადა, რომ პატრიარქის ინტრონიზაციაზე ლაპარაკი არ შეიძლება, ვიდრე “ერთმანეთში ყველაფერი ნათელი არ გახდება”, რადგან არსებობს კითხვები.
მისივე თქმით, მეუფე შიო პატრიარქად „საშიშია“.