ევროკავშირის საბჭო საქართველოს 45 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირის საბჭომ, საქართველოსთვის 45 მილიონი ევროს ოდენობის მაკრო-ფინანსური დახმარების გამოყოფასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო,– ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„12 აპრილს, ევროკავშირის საბჭომ, საქართველოსთვის 45 მლნ. ევროს ოდენობის მაკრო-ფინანსური დახმარების გამოყოფასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული ფინანსური დახმარება ხელს შეუწყობს საქართველოს მაკრო-ეკონომიკურ სტაბილურობას, ეკონომიკურ ზრდასა და ქვეყანაში მიმდინარე სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას კანონის უზენაესობის და ადამიანთა უფლებების დაცვის სფეროში“,- ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები