„თბილისსა და რეგიონებში გამოფენების ხელშეწყობა“- კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

კონკურსის „თბილისსა და რეგიონებში გამოფენების ხელშეწყობაზე“ გამარჯვებული პროექტები გამოვლინდნენ.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, წარმოდგენილი 14 პროექტიდან, საკონკურსო კომისიამ რეკომენდაციები გაუწია 11 პროექტის ხელშეწყობას, რომელნიც თბილისსა და რეგიონებში ჯგუფური, თუ პერსონალური გამოფენებისა და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების გამართვით, წარმოაჩენენ საქართველოს ვიზუალური ხელოვნების ფართო სპექტრს (ფერწერა, გრაფიკა, სკულპტურა, დეკორატიულ-გამოყენებითი, ფოტოხელოვნება, მულტიმედია, სივრცული ინსტალაცია და თანამედროვე ხელოვნების სხვა მიმართულებები).

გამარჯვებული პროექტებია:

  1. „მოძრავი იმიჯები“
  2. „ვალერიან სიდამონ -ერისთავი მოდერნიზმიდან სოცრეალიზმამდე“
  3. „გალერეა ქუჩაში“
  4. „Modern Madonnas“
  5. „შემდეგი გაჩერება – მცხეთა”
  6. „საავტორო თოჯინების თბილისის საერთაშორისო ფესტივალი“
  7. „პრინტის საერთაშორისო ფესტივალი LIFE N STYLE“
  8. „ლამა საბაქთანი“
  9. „გზაჯვარედინზე“
  10. „ვარ საქართველო“
  11.  „მაისის თბილი სიო“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები