ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა გთავაზობთ კურსს – „სახელმწიფო შესყიდვების ადმინისტრირება”

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა გთავაზობთ კურსს – „სახელმწიფო შესყიდვების ადმინისტრირება”.

აღნიშნული კურსი ხორციელდება საჯარო მართვისა და ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში, რომლის მიმდინარეობისას მონაწილეები შეისწავლიან შემდეგ საკითხებს:

• სახელმწიფო შესყიდვების არსი და მნიშვნელობა;

• სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა;

• სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა და შესყიდვის ფორმები;

• ბაზრის კვლევა;

• გამარტივებული შესყიდვა;

• ელექტრონული ტენდერი;

• კონსოლიდირებული ტენდერი და სხვა.

კურსის ხანგრძლივობა 26 საათია. სწავლის საფასური დისტანციური სწავლების შემთხვევაში შეადგენს 520 ლარს (ერთ მსმენელზე), ხოლო პირისპირ ფორმატში – 780 ლარს (ერთ მსმენელზე).

 

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს – https://www.zspa.ge/geo/registration

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები