“იზაბელა კასტროჯოვანიმ აღნიშნა საქართველოსა და UNICEF-ს შორის წარმატებული თანამშრომლობა ბავშვის უფლებათა კოდექსის შემუშავების პროცესში” – შალვა პაპუაშვილი
“საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ახალ წარმომადგენელთან, იზაბელა კასტროჯოვანისთან გაცნობითი შეხვედრა გავმართე.
აღვნიშნე, რომ საქართველო აფასებს გაეროს ბავშვთა ფონდთან მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, იზაბელა კასტროჯოვანიმ აღნიშნა საქართველოსა და UNICEF-ს შორის წარმატებული თანამშრომლობა ბავშვის უფლებათა კოდექსის შემუშავების პროცესში.
“მისი თქმით, საპროგრამო დოკუმენტის მიხედვით, ბავშვის უფლებები, განათლება, ჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკა საქართველოსთვის განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებებია და გამოხატა კონკრეტულ ინიციატივებზე საქართველოს პარლამენტთან მუშაობის მზაობა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო გაეროს ბავშვთა საბჭოს აღმასრულებელი საბჭოს წევრია და აქტიურად ჩაერთვება მის საქმიანობაში.
UNICEF-ის ახალ წარმომადგენელს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორების საქმიანობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობა გავაცანი.
იზაბელა კასტროჯოვანის ახალ პოზიციაზე საქმიანობაში წარმატება ვუსურვე”, – წერს შალვა პაპუაშვილი.