ხოვლეს მე-16-17 საუკუნეების კოშკს  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

კასპის მუნიციპალიტეტის, სოფ. ხოვლეში მდებარე მე-16-17 სს. კოშკს  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეს სტატუსი ძეგლმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის 16 თებერვლის ბრძანებით მიიღო.
კოშკი დგას სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, სასაფლაოზე. წარმოადგენს სათავდაცვო ნაგებობას. ნაგებია ქვიშაქვითა და რიყის ქვით.  ხუთსართულიანია. პირველი სართული ამოვსებულია ნაშალით. შესასვლელი მეორე სართულზე სამხრეთის კედელშია გაკეთებული. ადიოდნენ მისადგმელი ხის კიბით.
თითოეული სართულის კედლებში დატანებულია სარკმელ-სათოფურები.
ხოვლეს კოშკი გვიანი შუა საუკუნეების ცალკე მდგომ სათავდაცვო ნაგებობათა ნიმუშს წარმოადგენს, მე-16-17 სს. პირველი ნახევრის პერიოდის შესაბამისი მახასიათებლები აქვს: კუთხოვანობა, მრავალსართულიანობა, სათოფურთა მოყვანილობა, თაღოვანი ბუხრები.  ასეთი ცალკე მდგომი კოშკები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში კარგადაა შემორჩენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები