პეტრე სარაჯიშვილის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელ ესტაკადაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, პეტრე სარაჯიშვილის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელ ესტაკადაზე სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია იწყება.

დაგეგმილი სამუშაოების გამო, 14 ნოემბრიდან, ორი კვირის განმავლობაში, 00:00-დან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება, რა დროსაც ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთ სამოძრაო ზოლში.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები