მიხეილ სარჯველაძე: კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთან სამაგალითო თანამშრომლობა გვაქვს – ჩვენს სექტორში მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია
,,კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთან სამაგალითო თანამშრომლობა გვაქვს – ჩვენს სექტორში მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია”,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, სადაც სხვა მიმართულებებთან ერთად, ჯანდაცვის სექტორში არსებული კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებს განიხილავენ.
მინისტრის თქმით, საერთაშორისო გამოცდილებების გაზიარება მნიშვნელოვანია.
„თანამედროვე ეპოქაში, კონკურენციასთან დაკავშირებული საკითხები დიდ ყურადღებას მოითხოვს. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილება. ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ ერთმანეთის მაგალითების გაზიარებით, გააანალიზონ, როგორ შეიძლება, უფრო ეფექტიანი გახდეს კონკურენცია და კიდევ მეტად იქნას დაცული მომხმარებელთა უფლებები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯანდაცვის მიმართულება, ვინაიდან, ჩვენს სექტორში მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთან, სამაგალითო თანამშრომლობა გვაქვს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.