„ქართველი მხატვრები საბერძნეთში“ – ათენი გამოფენას უმასპინძლებს
20-25 ნოემბერს, საბერძნეთში, ათენის ხელოვნების ცენტრში, საქართველოს საელჩოს ეგიდით, გაიმართება გამოფენა სახელწოდებით: „ქართველი მხატვრები საბერძნეთში“. გამოფენა საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიული მუზეუმისა და ათენის მუნიციპალიტეტის კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის ორგანიზაციის „ოპანდა“ მხარდაჭერით ტარდება და გამოფენილი იქნება ხელოვნების სხვადასხვა ნიმუში.
მისამართი: City of Athens Arts Centre, Vasilissis Sofias Avenue, 115 21, Eleftherias Park (ათენის ხელოვნების ცენტრი, ელეფთერიას პარკი, ვასილისის სოფიას გამზირი, მეტროსადგურ – „მეღარო მუსიკის“ მიმდებარედ).