პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა: “არ მგონია, რომ ევროკავშირმა უნდა განსაზღვროს – თუ რა არის საერთაშორისო სამართალი. ევროკავშირი ვერ გვასწავლის, როგორ უნდა დაიცვას აშშ-მა საკუთარი ეროვნული უსაფრთხოება”.
“როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანიც კი იძულებულია, საჯაროდ მიუთითოს ბრიუსელს, რომ შეეშვას სხვა ქვეყნების მიმართ შენიშვნების ტონით საუბარს, აშკარაა, რომ ბრიუსელი უკვე ზედმეტად ღრმად შევიდა ყალბი მორალისტის როლში.
ჩვენი სათქმელიც ეს არის!”, – წერს პაპუაშვილი.