სანდრო გეგეჭკორის სოლო კონცერტი – „ბეთჰოვენიადა“ გაიმართა

კონსერვატორიის დიდ დარბაზში  სანდრო გეგეჭკორის სოლო კონცერტი გაიმართა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით,  მუსიკალური საღამო „ბეთჰოვენიადა კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით ჩატარდა.
პიანისტთა ხუთი საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიის მფლობელმა, სანდრო გეგეჭკორმა ბეთჰოვენის სამი საფორტეპიანო სონატა შეასრულა.
კონცერტის მეორე განყოფილებაში ლიზი რამიშვილისა (ჩელო) და გიორგი ხაინდრავას (ვიოლინო) მუსიკალური თანხლებით ბეთჰოვენის ტრიო „მოჩვენება” წარმოადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები