კრწანისის საერთო საჯარისო ცენტრში უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2025“ გაიხსნა
კრწანისის საერთო საჯარისო ცენტრში უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2025“ გაიხსნა.
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, უწყებათაშორის სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს 400-ზე მეტი თანამშრომელი მონაწილეობს.
„დიდგორი 2025“ მიზნად ისახავს კრიზისული სიტუაციის, საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციისა და ურთიერთქმედების დახვეწას.
გახსნის ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, პოლკოვნიკი დავით თამაზაშვილი დაესწრო.
უწყებათაშორის სწავლებაში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი, სანაპირო დაცვის დეპარტამენტი და სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტი.
„დიდგორი 2025“-ში სახელმწიფო უწყებების 5000-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს, შტაბები საქართველოს მასშტაბით 25 ლოკაციაზეა გაშლილი, სწავლება 29 საველე კომპონენტს მოიცავს.
„დიდგორი 2025“ ეროვნული – სტრატეგიული, ოპერატიული და ტაქტიკური დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა, რომელიც მხარდაჭერილია კომპიუტერული სისტემებით. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.