ვახტანგ ბერიძე ხულოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დასკვნით ეტაპზეა დაბა ხულოს ცენტრალური სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში დაბის ცენტრში მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საზოგადოებრივი სკვერი, რომელიც ადგილობრივებისა და სტუმრებისთვის ერთ-ერთი დასასვენებელი სივრცე იქნება.

“ჯამში, რეაბილიტაცია განხორციელდა 3900 კვ.მ-ზე მეტ ფართობზე. სკვერში მოეწყო ბავშვთა გასართობი ზონები, სპორტული და მოსასვენებელი სივრცეები, დამონტაჟდა გარე განათება და საფეხმავლო ბილიკები. აღიმართა საქართველოს ეროვნული დროშა, ხოლო ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტბელ აბუსერიძის ძეგლის დადგმის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები

სოფელ შუასოფელში დაწყებითი სკოლა აშენდა. ამ ეტაზე დასკვნითი სამუშაოები მიმდინარეობს. მოსწავლეები, ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლაში შეძლებენ სწავლის გაგრძელებას. ახალი სკოლა მოსწავლეებს უსაფრთხო და კომფორტულ სასწავლო გარემოს შეუქმნის

სოფელ წაბლანაში მიმდინარეობს ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში აშენდა ერთსართულიანი შენობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა სამუშაოები. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ეზო, საძინებლები, სათამაშო ოთახები, სამზარეულო და დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები

მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ასევე, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე და მერის მოადგილეები ნადიმ ვასაძე და ნური გორგაძე გაეცნენ,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები