ქართული კამერული მუსიკის კონცერტი გაიმართება
16 ნოემბერს, 19 საათზე, კონსერვატორიის მცირე დარბაზში „თბილისის კონცერტინო“ ქართული კამერული მუსიკის კონცერტს მართავს. ორგანიზატორების ინფორმაციით, კონცერტი ეძღვნება შავლეგ შილაკაძის დაბადების 85 წლისთავს.
შესრულდება შავლეგ შილაკაძის ნაწარმოებები:
სიმფონია „ეპიტაფია“ სიმებიანი ორკესტრისათვის;
კონცერტი ფაგოტისა და კამერული ორკესტრისათვის;
კონცერტი ფლეიტისა და კამერული ორკესტრისათვის;
კონცერტი ორკესტრისათვის.
შემსრულებლები: შალვა ნანობაშვილი – ფაგოტი; ქეთევან შანიძე – ფლეიტა; კამერული ორკესტრი „თბილისის კონცერტინო“ (დირიჟორი – გიორგი შილაკაძე).