“გახარიას არ ჰქონდა კითხვებზე პასუხი, რატომ არ შეუთანხმა არავის არაფერი და რატომ დადგა საოკუპაციო ხაზთან საგუშაგო” – გურამ მაჭარაშვილი
“გახარიას არ ჰქონდა კითხვებზე პასუხი, რატომ არ შეუთანხმა არავის არაფერი და რატომ დადგა საოკუპაციო ხაზთან საგუშაგო”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
როგორც მან განმარტა, გახარიას ახსნა-განმარტებების შემდეგ, ცნობილი გახდა, რა იყო მიზანი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ჩორჩანას თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისა.
“მას არ ჰქონდა კითხვებზე პასუხი, რატომ არ შეუთანხმა არავის არაფერი და რატომ დადგა საოკუპაციო ხაზთან საგუშაგო. დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მოქალაქეები მოვიდნენ და ახსნეს, რომ ეს არ იყო გადაწყვეტილება, რაც სარგებლით დასრულდა იქ მყოფი ადამიანებისთვის. გახარიამ გადაწყვეტილება არავის შეუთანხმა, მათ შორის არც უსაფრთხოების სამსახურს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, მისი გუნდისთვის წარდგენილი ბრალი სიურპრიზი არ იყო“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.