ზამურ ჭითანავა, ბოლნისელ სპორტსმენებს შეხვდა და მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, ბოლნისელ სპორტსმენებს შეხვდა და მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აზერბაიჯანსა და ბულგარეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მკლავჭიდში, პარა-მკლავჭიდსა და აზიურ ჭიდაობაში ბოლნისელმა სპორტსმენებმა, ირაკლი მახაშვილმა, რატი რეხვიაშვილმა, ლაშა მარკოსიანმა და ოთარ მამულაშვილმა, საპრიზო ადგილები დაიკავეს და ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ.

“აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად უჭერს მხარს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და წარმატებულ ადგილობრივ სპორტსმენებს წამახალისებელ ფულად ჯილდოს გადასცემს.

შეხვედრას, ასევე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ზამბახიძე, მერიის კულტურისა და სპორტის განყოფილების უფროსი, თეონა აბრამიშვილი და ბოლნისის სპოტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის ხელმძღვანელი, დავით ყიფშიძე, ესწრებოდნენ,”- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები