“ჩვენ უკრაინელ ხალხს ყოველთვის გვერდში დავუდგებით, მოლდოველ ხალხსაც, მაგრამ ხელისუფლებები არიან ანტიქართულად განწყობილები” – ვოლსკი

“მიმდინარეობს ანტიქართული პროპაგანდა. საზოგადოებაზე გავლენის ასეთი მიმართულება აღებული აქვს ჰერჩინსკის და მათ, ვინც აძლევს დავალებას, რომ არ დამთავრდეს საქართველოში დაპირისპირების პროცესი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

კერძოდ, ვოლსკი პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის გაფართოების გზაზე საქართველოს უსწრებენ.

„ისეთი შთაბეჭდილება ჩნდება, რომ ელჩის განცხადებები სპეციალურად არის გაკეთებული იმისთვის, და არა მარტო ელჩის განცხადებები, რომ საზოგადოება ააღელვონ. საზოგადოებაში დაპირისპირების ტალღის განვითარებისთვის არის მოწადინებული ადამიანების ეს ჯგუფი. ჩვენ უკრაინელ ხალხს ყოველთვის გვერდში დავუდგებით, მოლდოველ ხალხსაც, მაგრამ ხელისუფლებები არიან ანტიქართულად განწყობილები. მიმდინარეობს სასტიკი ანტიქართული პროპაგანდა. საზოგადოებაზე გავლენის ასეთი მიმართულება მგონია, რომ აღებული აქვს ჰერჩინსკის და მათ ვინც ჰერჩინსკის აძლევს დავალებას, რომ არ დამთავრდეს საქართველოში ეს დაპირისპირების პროცესი“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები