ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა გაიმარჯვა

ფინეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, სადაც მეორე ვადით, მოქმედ პრეზიდენტ საულ ნიისტოს, ამომრჩეველთა 62,7%-მა მხარი დაუჭირა, მის მოწინააღმდეგეს კი ხმათა 12,4% ერგო. ინფორმაციას „abcnews.go.com“ ავრცელებს.
69 წლის პრეზიდენტი საულ ნიისტრო, ქვეყანას 6 წლის განმავლობაში ჩაიბარებს.
1994 წელს შეცვლილი საარჩევნო სისტემის შემდეგ, საულ ნიისტო პირველი კანდიდატია, რომელმაც პირველ ტურში გამარჯვება შეძლო.
„გაოცებული ვარ ასეთი მხარდაჭერით, დიდი ფიქრი მომიწევს, რათა ღირსეული ვიყო“, _ განაცხადა 69 წლის პრეზიდენტმა.
„BBC“-ის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ნიისტომ, პოპულარობა რუსეთთან ურთიერთობის შენარჩუნებით შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ ფინეთმა ყირიმის ანექსიის გამო, რუსეთს ეკონომიკური სანქციები დააკისრა.
საულ ნიისტომ, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა, პირველი საპრეზიდენტო არჩევნები 2012 წელს მოიგო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები