დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს, თბილისის რამდენიმე რაიონს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, კრწანისის რაიონში, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების, სოფელი თელეთის, სურგულაძის, ჟორდანიას, ლომინაძის, ღოღობერიძის და თელეთის ქუჩების მცხოვრებლებს;
საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ონიაშვილის, ასათიანის და დელისის ქუჩების მცხოვრებლებს;
გლდანის რაიონში, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გობრონიძის, შენგელაიას და ახმეტელის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები