მამუკა მდინარაძე: პატრიარქის თითოეული სიტყვა არის ყურადსაღები და მნიშვნელოვანია, რომ მან ნარკოპოლიტიკაზე მიანიშნა

,,პატრიარქის თითოეული სიტყვა არის ყურადსაღები და მნიშვნელოვანია, რომ მან ნარკოპოლიტიკაზე მიანიშნა”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

დეპუტატი პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს გამოეხმაურა.

მდინარაძის თქმით, ხელისუფლება მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ ნარკოპოლიტიკა იყოს იმდენად დაბალანსებული, იმდენად სწორი, რომ ამან დადებითი ასახვა ჰპოვოს ჩვენს მომავალ თაობებზე.

„ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ ერთი მხრივ, დაცული იყოს ადამიანის უფლებები და ინტერესები, ხოლო მეორე მხრივ, გამკაცრდეს პოლიტიკა იმ ნაწილში, რაც ნარკოტიკების გასაღებას შეეხება. უნდა მოხდეს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების პრევენცია. თემა ძალიან სენსიტიურია. მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნარკოპოლიტიკა იყოს იმდენად დაბალანსებული, იმდენად სწორი, რომ ამან დადებითი ასახვა ჰპოვოს ჩვენს მომავალ თაობებზე. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენი შვილების ცხოვრებაში რისკები გამოვრიცხოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საკითხზე პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტს, დეპუტატი თვლის, რომ ის დახვეწას საჭიროებს.

„არის ძალიან ბევრი დეტალი. მაგალითად, მნიშვნელოვანია, დოზები ისე განისაზღვროს, რომ გამოირიცხოს რისკები და ნარკოგამსაღებლებს არ მიეცეთ რაიმეთი სარგებლობის შესაძლებლობა. ასეთი ხვრელი არ უნდა იყოს კანონმდებლობაში. ჩვენ ამ მიმართულებით უნდა ვიყოთ ძალიან მკაცრი და შეუვალი. ნარკოპოლიტიკა მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ ნარკოტიკების მოხმარება იყოს სირცხვილი, თუმცა  ამას მხოლოდ კანონი არ უშველის. ამ პროცესში საზოგადოებაც უნდა ჩაერთოს“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები