„მე-5 ოთახი“ – ნინო ჩუბინიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

15 დეკემბერს, 19:00 საათზე, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში, ნინო ჩუბინიშვილის პერსონალური გამოფენა სახელწოდებით „მე-5 ოთახი“ გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ექსპოზიცია სპეციალურად მომზადდა აბერეშუმის მუზეუმის სივრცესთან კავშირში, სადაც წამოდგენილი იქნება ავტორის მიერ სხვადასხვა მედიაში შესრულებული ახალი ნამუშევრები. ექსპოზიციით ავტორი მოგვითხრობს გარდასახვისა და ტრანსფორმაციის პროცესს ყოფითიდან წარმოსახვით რეალობამდე. სწორედ ამ პროცესს აღწერს მხატვრის მიერ სკულპტურებით, ბგერით, ინტალაციითა და პროექციით წარმოდგენილი ექსპოზიცია. ეს არის მოგზაურეობა ცნობიერების სხვადასხვა შრეში.
ქართველი მხატვრის და დიზაინერის ნინო ჩუბინიშვილის ნამუშევრები ქართული თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუშია. ავტორის შემოქმედების სპეციფიკა და მისი ხელწერა დიდწილად განაპირობა მისმა ადრეულმა ნამუშევრებმა მოდისა და თეატრალური მხატვრობის სფეროში. მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო არაერთ საერთაშორისო და ადგლობრივ გამოფენაზე. დამატებითი ინფორმაცია ავტორისა და მისი ნამუშევრების შესახებ, იხილეთ ნინო ჩუბინიშვილის პერსონალურ ვებგვერდს: www.chubika.com
პროექტი დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის მიერ. პროექტის პარტნიორები: აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი და თანამედროვე ხელოვნების ცენტრი – „თბილისი“. პროექტის კურატორია გიორგი სპანდერაშვილი.

გამოფენა 28 თებერვლამდე გაგრძელდება.

მისამართი: აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი / გ. ცაბაძის ქ. #6.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები