ხელოვნების სასახლეში მიხაი ზიჩის გამოფენა გაიხსნება

5 დეკემბერს, 11.30 საათზე, ხელოვნების სასახლეში „ვეფხისტყაოსნის“ გამორჩეული ილუსტრატორის, მსოფლიოში აღიარებული უნგრელი მხატვრის – მიხაი ზიჩის გამოფენა გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ხელოვნების სასახლეში განუცხადეს, ეს იქნება ხელოვნების სასახლის საახალწლო სიურპრიზი დამთვალიერებლისთვის. პირველად საქართველოში ამ გამოფენისათვის, ბუდაპეშტიდან, უნგრეთის ეროვნული გალერეიდან, მხატვრის მიერ შექმნილი ორიგინალები გამოიფინება.
10 დღის მანძილზე, ხელოვნების სასახლეში, ქართველ დამთვალიერებელს უნიკალური შესაძლებლობა ექნება, ნახოს და შეაფასოს საიმპერატორო კარის მხატვრის მიერ შექმნილი გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები.
გამოფენა თბილისში უნგრული კულტურის დღეების ფარგლებში გაიმართება და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, უნგრეთის საელჩოსა და ბუდაპეშტის ეროვნული გალერეის მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები