კასპის კულტურის ცენტრში საქველმოქმედო სპექტაკლი ,,ჰელადოსი’’ დადგეს
კასპის კულტურის ცენტრში, თბილისის ქართული ფოლკლორის მოსწავლეთა სასახლის მოზარდთა თეატრ „თეატრალის“ მიერ საქველმოქმედო სპექტაკლი ,,ჰელადოსი’’ გაიმართა.
სპექტაკლი, რომელიც ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვითაა დადგმული, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები, 3 წლის ზაქარია შიუკაშვილის დასახმარებლად დაიდგა, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. შემოსული თანხა სრულად მოხმარდება პატარა ზაქარიას მკურნალობას. სპექტაკლს ზაქარია შიუკაშვილიც ესწრებოდა.
კასპის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით, მოზარდთა თეატრს „თეატრალი“ მადლობის სიგელი გადაეცა.
კასპის კულტურის ცენტრში, თბილისის ქართული
“ფოლკლორის მოსწავლეთა სასახლის მოზარდთა თეატრი „თეატრალი“ საქველმოქმედო სპექტაკლით წარსდგა მაყურებლის წინაშე. თეატრალური წარმოდგენა ნოდარ დუმბაძის მოთხრობის, ,,ჰელადოსის” მიხედვით დაიდგა. შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება 3 წლის ზაქარია შიუკაშვილის მკურნალობას და რეაბილიტაციას. უღრმესი მადლობა ყველას თანადგომისთვის, მომავალშიც ერთად ვიზრუნოთ პატარებზე!
პატარა ზაქარიას ვუსურვებთ გამოჯანმრთელებას”, – განაცხადა კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი მეზურნიშვილმა.
ირაკლი მეზურნიშვილის ინიციატივით, ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის (BAC) სხვადასხვა პროფილის წამყვანმა სპეციალისტებმა სოფელ ლამისყანაში და მის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ 300-მდე ბავშვს სხვადასხვა სახის უფასო სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარეს. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ 15 მოზარდი ოპერაციას საჭიროებს.
ირაკლი მეზურნიშვილთან ერთად, დღევანდელ აქციას „სამედიცინო კორპორაცია ევექსის” ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორი – დავით რეხვიაშვილიც ესწრებოდა.