„მეგა 2017“ – საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების მე-18 ცერემონია გაიმართება

1 დეკემბერს, 18:00 საათზე, „თბილისი არტ-ჰოლში“ საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების “მეგას” მე-18 ცერემონია გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, დაჯილდოების ცერემონიალის ტრადიციულ ფორმატში (სხვადასხვა ნომინაციის 25 ერთეული). – 18 ჰიტი მე-18 „მეგაზე“, მონაწილეობენ ქართული ხელოვნების და კულტურის ნამდვილი კორიფენი, ძველი და ახალი თაობის ვარსკვლავები, კომპოზიტორები, ანსამბლები და საზოგადო მოღვაწენი.
გასული საუკუნის ბოლოს, საქართველოში დაარსდა და 1999 წლიდან, ყოველწლიურად ტარდება, საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების “მეგას” ცერემონიალი, რომელიც ქართული ხელოვნების, კულტურის და დარგობრივად გასართობი ინდუსტრიის განვითარებას, მის სტიმულირებას და ყოველწლიური სტატისტიკის და მონიტორინგის შედეგების დაბალანსებას ემსახურება, მსოფლიო ინდუსტრიაში არსებული ყველა მისაღები წესით (მასობრივი გამოკითხვები, ანკეტირება, საკონცერტო და რადიო-მონიტორინგი და ა.შ.)
“მეგა” წლებია, ღირსეულად ახორციელებს ხელოვნების ამ სფეროში მოღვაწე ადამიანების დაფასებას, ხელშეწყობას, მათი განვლილი ღვაწლის და კონკრეტული წლის განმავლობაში მათი აქტიურობით შექმნილი პროდუქციის და გამორჩეული ნამუშევრების დაჯილდოებას. წლებია უკვდავყოფს იმ ადამიანთა სახელებს, რომლებმაც ღირსეული კვალი დატოვეს ქართული ხელოვნების ამ მიმდინარეობის განვითარებაში და სწორედ ამ მიზნით დაარსდა ირაკლი ჩარკვიანის სახელობის “მეფეს მეგა”, უნიჭიერესი ქართველი მუსიკოსის – დათო ოძელაშვილის სახელობის “ოძელას მეგა” და ქართული ფოლკის მარგალიტის – თეონა ქუმსიაშვილის სახელობის “თეონას მეგა”, რომლის ნომინაციებში ღირსეულ გამარჯვებულებს უკვე წლებია მათი ოჯახის ახლო წევრები გადასცემენ ქვეყნის მთავრ მუსიკალურ ჯილდოს და წოდებას, 2015 წელს კი, დაწესდა ეთერ კაკულიას სახელობის სპეციალური „მეგა“ – „ეთოს მეგა“ ნომინაციაში – „წლის პოზიტივი“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები