ლადო ათანელის კონცერტი გაიმართება
1 დეკემბერს, 19:00 საათზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ცნობილი ქართველი ბარიტონის – ლადო ათანელის კონცერტი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, კონცერტი მიეძღვნება თავისი პედაგოგის – ნოდარ ანდღულაძის 90 წლისთავს. კონცერტზე შესრულდება ჰენდელის, გლიუკის, შუმანის, ბრამსის, მასკანის, არაყიშვილის, რახმანინოვის, ჩაიკოვსკის ნაწარმოებები. კონცერტმეისტერი – მარინა მეტრეველი.
კონცერტის მსვლელობის დროს ეკრანზე ნაჩვენები იქნება არქივის უნიკალური ვიდეოკადრები, სადაც აღბეჭდილია, თუ როგორ ამეცადინებს ნოდარ ანდღულაძე ლადო ათანელს, ასევე, – დიდი მაესტროს მიერ თავისი მოსწავლის – ლადო ათანელის შეფასება.