ლელა არაბულის პოეზიის საღამო გაიმართება

30 ნოემბერს, 20:00 საათზე, არტბარ „პუნქტუმ 2“-ში პოეტისა და რეჟისორის, ლელა არაბულის პოეზიის საღამო გაიმართება. ვინც იცნობთ ლელას შემოქმედებას, მობრძანდით და დატკბით მისი ლექსებით, ვინც არა – გაიცანით, – ასე იწვევენ პოეზიის მოყვარულებს ორგანიზატორები.
პოეზიისადმი სიყვარული ბავშვობიდან დედამ ჩაუნერგა, თუმცა ლექსების წერა მოგვიანებით, თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომ სპონტანურად დაიწყო. როგორც თავად ამბობს, მას არ სურს ტრაფარეტული სტატუსის მინიჭება, რეჟისორობასთან ერთად მისი ბიოგრაფია დრამატურგიასა და პოეზიასაც მოიცავს.
როდესაც ჰკითხავთ, თუ რა მიმდინარეობად შეიძლება ჩაითვალოს მისი პოეზია, გიპასუხებთ, რომ ეს დღემდე დაუდგენელია, თუმცა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: „ჩემი სასიყვარულო ურთიერთობები ისეთივე მოკლეა, როგორც ჩემი ლექსები“.
ეროტიკა, ცინიზმი, ფემინიზმი… – ეს ის თემებია, რომლებსაც პოეტის „წიგნაკში“ ხშირად შეხვდებით. „უჩაფხუტო კასკადიორის“ შემოქმედება ცხოვრებისეული მომენტებით გაჟღენთილ ინტიმურ სარკეს ჰგავს, ექსცენტრიულ სამყაროს, სადაც აუცილებლად მოგინდებათ მოგზაურობა.
დასწრება თავისუფალია. მის: გრიბოედოვოს 21. არტბარი „პუნქტუმ 2“.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები