პეტრე ოცხელის გამოფენა გაიხსნება

წელს, ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის, პეტრე ოცხელის 110 წლის იუბილის ფარგლებში, „თი-ბი-სი ბანკის“ მხარდაჭერით, მისი 30 ნამუშევრის რესტავრაცია დასრულდა.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, 30 ნოემბერს, 19:00 საათზე, „თი-ბი-სი გალერეა“, რესტავრირებულ ნამუშევრებთან ერთად საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმის კოლექციას უმამსპინძლებს. აღდგენილი ესკიზების უმრავლესობა ფართო აუდიტორიის წინაშე პირველად იქნება წარდგენილი.
მისამართი: „თი-ბი-სი ბანკის“ სათავო ოფისი, IV სართული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები