ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

30 ნოემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში (მაჩაბლის ქუჩა N13), ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. საღამო საზოგადოებრივი პროექტის: „სამი სავარძელი ხელოვანთათვის“ ორგანიზებით იმართება.
როგორც „კვირას“ საზოგადოებრივი პროექტის: „სამი სავარძელი ხელოვანთათვის“ ხელმძღვანელმა და პოეტმა ქეთევან შენგელიამ განუცხადა, საღამოში მონაწილეობენ ქართული მწერლობის, მხატვრობისა და მუსიკის წარმომადგენლები. მუსიკალურ და ლიტერატურულ ფორმატს ახლავს მხატვრების გამოფენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები