ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი – „სამი საფეხური” 2 გერმანული კინოფესტივალის გამარჯვებულია

იოსებ (სოსო) ბლიაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი – „სამი საფეხური”, რომლის მსოფლიო პრემიერა 2017 წლის იანვარში International Film Festival Rotterdam-ზე შედგა, ორი გერმანული ფესტივალის გამარჯვებული გახდა. ამ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
ფილმმა ბერლინში InterFilm – 33rd International Short Film Festival-ზე ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა, ხოლო Exground International Short Film Festival-ზე, რომელიც ქალაქ ვისბადენში ჩატარდა, საერთაშორისო კონკურსის სექციაში საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი გახდა.
“სამი საფეხური” რამდენიმე დღეში თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე სექციაში “ქართული პანორამა” იქნება წარმოდგენილი, სადაც მას უკვე ქართველი მაყურებელი იხილავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები