გამოფენის დახურვა და რეზო კიკნაძის კონცერტი გაიმართება

29 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამოფენის – „უნივერსალური ღირებულებები: ბოტიჩელი – სილამაზე, კარავაჯო – სინათლე“ დახურვის ღონისძიება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, 19:30 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება კონცერტი რეზო კიკნაძის კომპოზიციებითა და იმპროვიზაციით – „ოტოფთალმია 2“.
სპეციალურად ამ დღისთვის, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა იმუშავებს 22:00 საათამდე, ხოლო ვიზიტორებს უფასოდ უმასპინძლებს 19:30-დან 21:30 საათამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები