სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოფენა – „ XIX საუკუნის აფხაზეთი ფოტოპორტრეტებში“ გაიმართა

სოხუმის  სახელმწიფო უნივერსიტეტში  გამოფენა – „XIX საუკუნის აფხაზეთი  ფოტოპორტრეტებში“ გაიმართა  ღონისძიება   სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  საგარეო ურთიერთობათა და კულტურათა შორის კავშირის სამსახურის  უფროსმა ინდირა ძაგანიამ გასნა.
მან დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია  ამ თემატიკის გამოფენის  გამართვა, რათა წარსული ყველამ იცოდეს.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო  იმ აფხაზების უნიკალური  ფოტოები, პორტრეტები, რომლებმაც კვალი დატოვეს უახლოეს ისტორიაში.
ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და მწერალმა ნანა ქარდავამ თითოეული ფოტო დეტალურად  აღწერა, აუდიტორიას  ფოტოპორტრეტების ისტორია გააცნო, ისაუბრა  აფხაზთა  ტრადიციებზე  და  ასევე  ფოტოებზე ასახული გმირების ისტორიები გაიხსენა.
პრეზენტაციის ფარგლებში ალექსანდრე გრიგოლიას (აფხაზეთში კურორტოლოგიის ინსტიტუტის დამფუძნებელი) შთამომავალმა  ალექსანდრე  ჯორჯიკიამ  დიდი ბაბუა  გაიხსენა და მისი დამსახურების შესახებ ისაუბრა.
სოხუმის ქალაქის თავი ალექსანდრე  გრიგოლის ძე შარვაშიძე; იასონ ვარადებულის ძე ჩიქოვანი; 
გიორგი მიხეილის ძე შარვაშიძე  და მისი ფოტოები  მიხაი ზიჩის  „ცოცხალი ფოტოები ვეფხისტყაოსნიდან“; მაშო დადიანი; პეტრე ანჩაბაძე, – ეს იმ აფხაზთა მცირე ჩამონათვალია, რომელთა ფოტოპორტრეტები  სსუ-ში იყო წარმოდგენილი.
გამოფენას ესწრებოდნენ და სიტყვით გამოვიდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი – ვახტანგ ყოლბაია;
განსაკუთრებით ემოციური იყო საქართველოს პარლამენტის წევრის ადა მარშანიას გამოსვლა, რომელმაც ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი თავისი წინაპრების ისტორია, როგორც ქართველებისა და აფხაზების საერთო ისტორია წარმოადგინა;
სსუ-ს რექტორი, პროფესორი – ზურაბ ხონელიძე;
სსუ-ს ყოფილი რექტორი –  ჯონი აფაქიძე;
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები: ჯემალ გამახარია, თამაზ ხუბუა;
ასევე სიტყვით გამოვიდნენ:
სსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი-ნინო თოფურიძე;
სსუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი – ნინო მაშია;  ქეთევან გალობელი;
სსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი- ლარისა თაკალანძე;
დასასრულს  გამოფენის ორგანიზატორებმა აუდიტორიას მობრძანებისათვის მადლობა გადაუხადეს და იმედოვნეს, რომ ასეთი სახის ღონისძიებები მომავალში გაგრძელდება, რათა ჩვენმა მომავალმა თაობამ საკუთარი ისტორიული მეხსიერების აღდგენა შეძლოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები