ანა კორძაია-სამადაშვილის საჯარო ლექცია გაიმართება

29 ნოემბერს, 18:00 საათზე, ილიაუნის სტუდენტური გაერთიანების „ძალა სტუდენტებშია“ ორგანიზებით, მწერალ ანა კორძაია-სამადაშვილის საჯარო ლექცია: „ერიხ მარია რემარკი და მისი „სამი მეგობარი“ გაიმართება.
რომანი გერმანულიდან ანა კორძაია-სამადაშვილმა თარგმნა.
ანას მოთხრობები ნათარგმნია ინგლისურ და გერმანულ ენებზე, წლების განმავლობაში აქვეყნებს წერილებს კულტურის თემებზე. არის მრავალი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელი, ასევე ელფრიდე იელინეკის, კონრელია ფუნკეს და სხვა გერმანულენოვანი ავტორების მთარგმნელი.
მისამართი: „შაქრო ბაბუას“ წიგნების მაღაზია, ჭავჭავაძის 17ბ / ილიაუნის A კორპუსის წინ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები