ილია ჭავჭავაძის მემორიალურ სახლ-მუზეუმში მიხეილ გედევანიშვილის 155 წლის იუბილე აღინიშნება

29 ნოემბერს, 17:00 საათზე, თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ილია ჭავჭავაძის მემორიალური სახლ-მუზეუმი, ექიმის, საზოგადო მოღვაწისა და ქველმოქმედის მიხეილ გედევანიშვილის დაბადებიდან 155-ე, ხოლო გარდაცვალებიდან 95-ე წელს აღნიშნავს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, მიხეილ გედევანიშვილმა, ილია ჭავჭავაძის ხელშეწყობით, ნიკოლოზის ქუჩაზე (ამჟამინდელი, ჯავახიშვილის 7), ილიას დის, ელისაბედ საგინაშვილის სახლში, ,,ივერიის” რედაქციის შენობაში განათავსა და გახსნა საქართველოსა და მთელს კავკასიაში პირველი რენტგენისა და ელექტროთერაპიული კაბინეტი.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება, მიხეილ გედევანიშვილის საოჯახო არქივში დაცული დოკუმენტური მასალა ილია ჭავჭავაძესთან დაკავშირებით.
ასევე, ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების პირველი აკადემიური გამოცემის პოლონელი მხატვრის ჰენრიკ ჰრინევსკის მიერ შესრულებული ილუსტრაციები. აღნიშნული გამოცემები ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს და მიჩნეულია რარიტეტად.
შეხვედრის ადგილი: ილია ჭავჭავაძის მემორიალური სახლ-მუზეუმი; ჩუბინაშვილის ქ.22.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები