ქართულმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა – „ანდრომ“ საერთაშორისო წარმატება მოიპოვა

თორნიკე გოგრიჭიანის მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა „ანდრომ“ საერთაშორისო წარმატება მოიპოვა. ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.
როგორც „კვირას“ ეროვნულ კინოცენტრში განუცხადეს, ფილმის მსოფლიო პრემიერა International Mediterranean Film Festival of Montpellier – Cinemed-ზე, მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციაში შედგა.
მოგვიანებით „ანდრო“ Tehran international short film festival-ზე აჩვენეს, სადაც მას საუკეთესო ფილმის პრიზი გადაეცა.
„ანდრო” რამდენიმე დღეში თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე სექციაში – “ქართული პანორამა” იქნება წარმოდგენილი, სადაც მას უკვე ქართველი მაყურებელი იხილავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები