ნინო ლორთქიფანიძის საჯარო ლექცია: ,,უნივერსალური ღირებულებები კარავაჯოს შემოქმედებაში და ანტიკური ეპოქის საქართველოში” გაიმართება
29 ნოემბერს, 17:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ანტიკური კულტურის მკვლევრის, ნინო ლორთქიფანიძის საჯარო ლექცია: ,,უნივერსალური ღირებულებები კარავაჯოს შემოქმედებაში და ანტიკური ეპოქის საქართველოში” გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ნინო ლორთქიფანიძის ლექციით დასრულდება გამოფენის – ,,უნივერსალური ღირებულებები: ბოტიჩელი – სილამაზე, კარავაჯო – სინათლე” ფარგლებში გამართულ ლექციათა ციკლი. ლექციაზე განხილული იქნება, თუ როგორ გარდაიქმნება ბერძნული მითოლოგიური სიუჟეტები უნივერსალურ ღირებულებებად სხვადასხვა ეპოქაში.
ლექციის შემდეგ ალექსანდრე ჩიჯავაძე შეასრულებს ბახის ჩელოს სუიტებს.