„იპოვე შენი ახალი სახე“ – დაიწყო უპრეცედენტო კონკურსი გოგონებისა და ვაჟებისათვის

 26 ნოემბრიდან კომპანიაგეორგია მისტერ ვალენტინიიწყებ პროექტ თქვენი სახე“ , რომლის  სლოგანია: იპოვე შენი ახალი სახე!
„კვირა“ ესაუბრა კომპანიის დირექტორს: ინგა სიორიძეს და სთხოვა, დაწვრილებით მოეთხრო ამ კონკურსის შესახებ.

 

– კონკურსანტების რეგისტრაცია დღეიდან უკვე დაიწყო… გვიამბეთ პროექტის მისიასა და მიზანზე…
 – კონკურსი გოგონებისა და ვაჟებისთვის – „თქვენი სახე“ საქართველოში პირველად ხორციელდება და საინტერესო და მნიშვნელოვანი მისია აკისრია როგორც პროექტში მონაწილეთათვის, ასევე კერძო სტრუქტურებისა და კომპანიების პიარმარკეტოლოგებისთვის.
პროექტის მიზანია, აღმოაჩინოს საინტერესო და ნიჭიერი ახალგაზრდები, შექმნას მათგან ახალი სახეები და წარუდგინოს კომერციულ სტრუქტურებს, როგორც საიმიჯო, სარეკლამო სახე.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პროექტის საორგანიზაციო საბჭო დაკომპლექტებულია კომპეტენტური კადრებით და, დაინტერესების შემთხვევაში, მზად არის, ღიად და გამჭირვალედ შემოგთავაზოთ ნებისმიერ საკითხზე სამოქმედო გეგმის სქემა.
პროექტი იწყება 26 ნოემბერს – როცა მსურველთათვის რეგისტრაციის მიღება უკვე იქნება ნებადართული, https://www.facebook.com/tqvenisaxe/?fref=ts და ის ერთი თვის მანძილზე, ანუ 24 დეკემბრამდე გასტანს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია როგორც გოგონებისთვის, ასევე – ვაჟებისთვის. კომპანიის მიერ მათ მიმართ დაწესებულია კონკრეტული მოთხოვნები, რომელიც, რა თქმა უნდა, მოცემული იქნება სარეგისტრაციო ლინკზე.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, 24 დეკემბერს შედგება რეგისტრირებულთა შესარჩევი ტური სასტურმო „ვერა ჰაუსში“ და, შერჩევის შემდეგ, პროექტის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ 30 სახე – 20 ვაჟი და 10 გოგონა.  კონკურსანტებიდან გამომდინარე, შეიძლება ეს ციფრი შეიცვალოს.  მათი ტრენინგის პერიოდი კი გასტანს 14 თებერვლამდე.
–  დასკვნით ღონისძიებაზე საინტერესო ღონისძიებები იგეგმება…
– დასკვითი ღონისძიება, 14 თებერვალს, საზეიმო ვითარებაში შოუელემენტებით გაიმართება და კომპეტენტური ჟიური წარმოდგენილ კონკურსატთაგან შეარჩევს 4 გამარჯვებულ ნომინანტს, ანუ 4 ვიცეს და გრან -პრის მფლობელს.
ფინალის დღეს ექსკლუზიურად პირველად საქართველოში ჩამოდის ჯგუფი – King Pwest;
ფინალს  გახსნის „ნიჭიერის“ გამარჯვებული ბარბარა სამხარაძე.კონკურსს ეყოლება კომპეტენტური ჟიური. ტოკიოდან ჩამოდის ფლეიბოის წარმატებული მოდელი ევანჯელინა ლი, რომელიც უშუალოდ დაესწრება შერჩევას და, შესაბამისად, ფინალსაც.
მნიშვნელოვანია კომერციული სტრუქტურების ჩართულობა და მხარდაჭერა კონკურსანტების მოსამზადებელ ტრენინგნაწილში,
რადგან პრაქტიკულ სამუშაოებს ისინი სწორედ კერძო სტრუქტურების რეკლამირების ფორმით გაივლიან.
– ბუნებრივია, მომავალ კონკურსანტს უწინარესად აინტერესებს, როგორ უნდა დარეგისტრირდეს…
– რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. კონკურსში მონაწილეობის მსურველნი უნდა მობრძანდნენ ოფისში – მოსაშვილის №11 ნომერში  (მე-6 სართული, ოთახი 611) და დარეგისტრირდნენ.
რეგისტრაცია იქნება ორი სახის, პირველი, ჩვენთან ოფისში და მეორე,  ონლაინრეგისტრაციის საშუალებით დარეგისტრირდეს ჩვენს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე  კონკურსანტად.
უნდა აღვნიშნო, რომ რეგისტრაცია შეძლება ძალიან ბევრმა გაიაროს, მაგრამ რეგისტრაციის შემდეგ, ქასთინგის შედეგად,  შეირჩევა 30 კონკურსანტი, რომლებიც  გააგრძელებენ  კონკურსს.
თქვენს კონკურსში  სამოდელო კარიერა  აუცილებელი მოთხოვნა არ არის… ასევე, საინტერესოა მონაწილეთა ასაკობრივი ზღვარი…
–  ჩვენს ფეისბუქგვერდზე მრავალი ადამიანი გვწერს. აინტერესებთ ასაკობრივი ზღვარი. ეს ყველაზე აქტუალური კითხვაა, ვინაიდან მოთხოვნა არ ითვალისწინებს სამოდელო სფეროს, ასაკობრივი ზღვარი 18 წლიდან იწყება და 40 წლამდეა. მრავალ ქვეყანაში ხომ სწორედ 40 წლიდან იწყებენ ადამიანები აქტიურ ცხოვრებას…
კონკურსის სლოგანია: „იპოვე შენი ახალი სახე“. ეს, ერთი მხრივ, არის კონკურსანტებისთვის, რომ ახალი სახეა და, მეორე მხრივ, იმ კომპანიებისთვის, ვინც დაინტერესდება კონკურსით და ჩაერთვება კიდეც.
გვინდოდა,  საქართველოში განსხვავებული კონკურსი ჩატარებულიყო, რომელსაც  მრავალი სიახლე  მოჰყვებოდა და რომელსაც უშუალოდ არ ეყოლებოდა კონკურენტი, თუნდაც იმით, რომ ჩვენთან არ არის აუცილებელი სამოდელო კარიერა, არც გამოცდილება. ამიტომ ვეძებთ ადამიანებს, ვისაც უნდა საკუთარი თავის რეალიზება და აქვს მონაცემები.
ჩვენ არა მარტო კონკურს ვატარებთ, მეორე მხრივ,  ვასაქმებთ კონკურსანტებს, გაიმარჯვებს თუ ფინალში გადავა, იქნება ვიცე თუ არა, მასთან მაინც ვაფორმებთ ერთწლიან კონტრაქტს  და  ერთი წლის განმავლობაში ჩვენი კომპანია შეძლებს, ჩვენი კონკურსანტი შესთავაზოს  სხვადასხვა კომპანიას.
სამოდელო მოთხოვნა ამოვაგდეთ კონკურსიდან, არ არის აუცილებელი სამოდელო გამოცდილება, აქცენტი გადატანილია იმაზე, რომ სპორტსმენები და მსგავსი სახეები წარმოჩინდნენ კონკურსში,  რომელიც ჯერ არავის არსად ჰყოლია.
კონკურსანტებისთვის გეგმავთ ტრენინგებს… ვინ იქნებიან ტრენერები?
– თვენახევრის მანძილზე შერჩეული 30 კონკურსანტის ტრენინგები გაიმართება, მათ კვალიფიციური და გამოცდილი კადრები ასწავლიან:
გია ჯაჯანიძე, – პროფესიული ფსიქოლოგია,  პიარის ელემენტების რეკლამის წარმოჩინების კრეატივი;
დეფილეს და თანამედროვე ცკვების რეპეტიციებს ატარებს ქორეოგრაფი და ბალეტმეისტერი, ნიორაძის საბალეტო სტუდიის ხელმძღვანელი, მეკო  კვაჭანტირაძე,;
ქართული ქორეოგრაფიის ნაწილებს და ლუქს ხელმძღვანელობს დათო ფოცხიშვილი – ფოცხიშვილების ნაციონალური ბალეტის „მეტეხის“ მთავარი ქორეოგრაფი და  ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლის „პატარა ვარსკვლავების“  გენერალური დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი;
ფოტოპოზირებას ასწავლის  ირანელი ფოტოგრაფი ბენზად ანოშა (bap studio);
კონკურსანტების მასაჟზე, გარუჯვაზე, ვარცხნილობაზე  ზრუნავს „სალონი 69“, რომელიც მდებარეობს დიღომში, პირველად საქართველოში მათ აქვთ გარუჯვის აპარატი, რომელიც  სამკურნალოც არის.
შერჩევისას რას მიენიჭება უპირატესობა? და კომპანიებთან ურთიერთობა როგორ წარმოგიდგენიათ?
– ეს არის პირველი კონკურსი, სადაც გამოვლინდება SMS ლიდერი,  კომპანია „ბილაინი“ ყველას მიანიჭებს ნომრებს და ერთი თვის მანძილზე  ყველას ექნება საშუალება, მხარი დაუჭიროს რჩეულს. ყველა კონკურსანტს ექნება პირადი პროფესიონალური პრომო,  რაშიც ქულები იწერება.
ამ პრომოს მიხედვით კონკრეტულად გამარჯვებულს თავისი ადგილი გამოუჩნდება,  დაიდება მასთან ხელშეკრულება და პირდაპირ კომპანიის სახე გახდება. მსურველ ნებისმიერ კომპანიას შეუძლია, თავისი სახე კონკურსის დროს გამოავლინოს.
აქ აქცენტი გაკეთდება არა მარტო გარეგნობაზე, არამედ – ინტელექტზეც,  ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მათი ორენოვანი განათლება. ზოგადად ამ ადამიანებმა უნდა წარმოაჩინონ ბრენდები და წარმატებული კომპანიები,   რომელიც რეკლამის სახით უზრუნველყოფს  კომპანიის წინსვლას, პროდუქცია იქნება თუ კონკრეტულად რაღაც ნიშნიდან გამომდინარე.
ვფიქრობთ, სამომავლოდ, უცხოეთზე გავიყვანოთ კონკურსანტები.  ამიტომ კონკურსანტს მინიმუმ ინგლისურის ცოდნა მაინც დასჭირდება.
ვფიქრობ,  წელს ამ თვალსაზრისით სერიოზული ნაკადი იქნება,  რადგანაც დაინტერესდნენ სპორტსმენები, ზოგი ოლიმპიადის ჩემპიონიც კი არის. მეღვინეებს მინდა განვუხადო, რომ მეღვინეებს გაუჩნდებათ სახეები, რომლებიც მათ ღვინოს უკვე ძალიან კარგად წარმოაჩენენ სარეკლამო რგოლის თვალსაზრისით.
კონკურსანტების ტრენინგს რაც შეეხება,  ძალიან საინტერესო იქნება. ჩვენი კომპანია უკვე ფიქრობს, რომ ეს იქნება მისი მუდმივი საქმიანობა და ნებისმიერ კომპანიას რეკლამის გაკეთება რომ დასჭირდება, პირდაპირ გადმოამისამართებენ ჩვენთან, ჩვენ უკვე ყველა ადამიანის დოსიე გვექნება და გადავუგზავნით არა მარტო ფოტოვარიანტს, მის მეტყველებს, მოძრაობას და მთლიანი შეკრული მასალა გვექნება ნებისმიერ ჩვენს კონკურსანტზე.
პარალელურად ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს თვითეული კონკურსანტის სამომავლო გეგმებსაც, რაც, ერთი მხრივ, იქნება ჩვენი კომპანიისთვის შემოსავალი და, მეორე მხრივ, იმ ადამიანისთვის, ვინც ჩაერთვება ამ კონკურსში, საინტერესო მიმართულება“.
პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერია მედიაჰოლდინგი „კვირა.ჯი“, რომელიც უზრუნველყოფს პროექტის როგორც საიმიჯო, ასევე სარეკლამო მომსახურებას.
გვაქვს პატივი, შემოგთავაზოთ გახდეთ პროექტის პარტნიორი, ჩაერთოთ „თქვენი სახის“ ორგანიზებაში, და ამავდროულად გამოიყენოთ ჩვენი იდეა სწორედ თქვენი კომპანიის ინტერესების და პრიორიტეტების განსახორციელებლად.

 

ინგა სიორიძე – დაიბადა ქალაქ ქობულეთში, წარჩინებით დაამთავრა ქალაქ ქობულეთის აკაკი წერეთლის სახელობის №1 საშ. სკოლა, გაძლიერებული რუსულის და მათემატიკის კურსით,  ასევე წარჩინებით დაამთავრა მუსიკალური შვიდწლედი.
იყო ქობულეთის აკაკი წერეთლის სახელობის №1 საშ. სკოლასთან არსებული, სუხიშვილების სახელობის ქორეოგრაფიული დასის სოლისტი, ქორეოგრაფები: გრილიონ ტუღუში და ლამზირა მეგრელიძე, არის მედლებისა და დიპლომების მფლობელიც.
იყო სოლისტ-ვოკალისტი ქობულეთის №1 მუსიკალური სკოლაში არსებული გუნდის (ასამდე მომღერალი), ვოკალის დამსახურებული პედაგოგი, ბელა კოპლატაძე;
ასევე იყო, ხალხური საკრავების ფოლკლორული ანსამბლის სოლისტი, დამსახურებული ლოტბარი და კომპოზიტორი, ამირან ბერაძე. არის მუსიკალური პროდიუსერი, იყო რეგენტი ქობულეთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიაში. არის ხატმწერი, შექმნა 40- მდე ხატი (ქარგვა, ფერქერაში).
განათლება: დიპლომატიური, იურიდიული,  ბუღალტერია-რევიზია, კიბერნეტიკა, ქორეოგრაფია.
სხვადასხვა დროს, იყო  გაზეთ „CT NEWS”-ის რედაქტორი, რედაქტორის მოადგილე გაზეთ „ხინო წმიდის“ და „Православный церковь“,  რომლის რედაქტორი გახლდათ დეკანოზე კონსტანტინე პაიჭაძე.
არის სცენარისტი, ნოველისტი, წერს ლექსებს, ამჟამად მუშაობს პოლონელი მწერლის, მათეუშ პენიონჟეკის ლექსების თარგმანზე, სადაც  ლექსების წყობასა და რითმა მას ეკისრება, ხოლო პოლონური ენიდან თარგმანი  ასოციაცია „ჯორჯია ფორ ფრენდს“ პრეზიდენტს, თამარ ბასილაშვილს, ორენოვანი წიგნის  პრეზენტაცია შედგება, მწერალთან ერთად, ქალაქ თბილისში იანვრის დასაწყისში.
არის კომპანია „გეორგია მისტერ ვალენტინის“ დირექტორი და ორგანიზაცია „ქართული გვარების“ პრეზიდენტი (გვარების გენეოლოგიური კვლევა მე-14 საუკუნიდან დღემდე, კვლევის საფუძველზე მიღებული დოკუმენტაცისაგან დოკუმენტური ფილმის დამზადება, დოკუმენტური  ფილმების პრემიერა გვარის შეხვედრებზე, ორგანიზაციის საპატიო წევრების გამოვლინება-დაჯილდოება და სხვა)
ორგანიზებული აქვს 100- მდე ღონისძიება: კონცერტები, კონკურსები, დაჯილდოებები, შემეცნებითი ღონისძიებები,  პოეზიისა და  საქველმოქმედო საღამოები და სხვა.
სამოდელო სააგენტო „ირაკლეონთან“ და კომპანია „CT NEWS“-თან ერთად აამოქმედა საერთაშორისო ლიცენზიის მქონე კონკურსები. გოგონების – „მის ბიკინი“, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი და პროდიუსერი იყო და  ვაჟების „მისტერ ინთერნეიშენალ ჯორჯია“, რომლის დირექტორი და პროდიუსერი ასევე გახლდათ.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები