გოეთეს რომანის შესახებ -„არჩევითი ნათესაობა“ კოკა ბრეგაძის ლექცია გაიმართება

29 ნოემბერს, 18:00 საათზე, პარალმენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, 10 რჩეული გერმანული რომანის ფარგლებში,  კოკა ბრეგაძის ლექცია იოჰან ვოლფგანგ გოეთეს რომანზე -„არჩევითი ნათესაობა“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გოეთეს მესამე რომანმა „არჩევითი ნათესაობა“ (Wahlverwandschaften) (1809) გამოსვლისთანავე დიდი რეზონანსი და აჟიოტაჟი გამოიწვია, არანაკლები, ვიდრე მისმა პირველმა რომანმა „ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი“ (1774). როგორც გოეთეს ერთი თაყვანისმცემელი ქალბატონი მწერალს წერდა: წიგნის მაღაზიებს ისე მიაწყდა ხალხი, როგორც შიმშილობის დროს საფუნთუშეებსო.
ეს არის თავისებური რომანი „ქიმიური-ექსპერიმენტი“, რომლის ობიექტია ერთმანეთზე გამიჯნურებული ორი სასიყვარულო წყვილი: ერთ მხრივ, ქმარს (ბარონ ედუარდს) მოულოდნელად უყვარდება თავისი ცოლის (შარლოთეს) დისშვილი (ოთილიე), თავის მხრივ კი, ოთილიეს – ედუარდი, მეორე მხრივ, ედუარდის ცოლს (შარლოთეს) უყვარდება თავის ქმრის მეგობარი (კაპიტანი ოტტო). ოტტოც, თავის მხრივ, არაა გულგრილი შარლოთეს მიმართ. მოქმედება კი მიმდინარეობს ედუარდის ვრცელ მამულში, რომელიც ფაქტობრივად აუქტორიაულური მთხრობელის (ანუ, ყოვლისმცოდნე მთხრობელის) მიერ პერსონაჟებისათვის დაწესებული საექსპერიმენტო არეალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები