გიორგი ოვაშვილის ფილმი „ხიბულა“ 23 ნოემბრიდან საქართველოს კინოთეატრებში გამოვა

ქართველი რეჟისორის გიორგი ოვაშვილის ახალი ნამუშევარი „ხიბულა“ საქართველოს კინოთეატრებში 23 ნოემბრიდან გამოვა. ამის შესახებ ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს ინფორმაციას.
მანამდე კინოთეატრ „ამირანში“ პრესკოფერენცია მოეწყო, ფილმის დახურული ჩვენება კი 21 ნოემბერს გაიმართა. სპეციალურად ამ მოვლენისთვის საქართველოში მთავარი როლის შემსრულებელი ჰოსეინ მაჰჯუბი ჩამოვიდა, რომელიც ფილმის ჩვენებას და პრესკონფერენციას დაესწრო.
„ხიბულა“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. იგი საქართველოს, გერმანიისა და საფრანგეთის კოპროდუქციაა. ფილმის სცენარს საფუძვლად უდევს 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქვეყანაში განვითარებული რეალური მოვლენები. სიუჟეტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ცხოვრების უკანასკნელ დღეებს მიჰყვება.
„ხიბულას“ მსოფლიო პრემიერა კარლოვი – ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში შედგა, ეროვნული პრემიერა კი ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები