ავთანდილ კასრაძე – „აქსელერაციის პროგრამის – CUnicorn-ის მსგავსი ინიციატივები კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი ინოვაციური ეკონომიკისთვის”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძემ კავკასიის უნივერსიტეტში, სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამის CUnicorn -ის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. 

სიტყვით გამოსვლისას ავთანდილ კასრაძემ პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები საქართველოს ინოვაციური ეკონომიკის განვითარების პროცესში განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს.

„უნივერსიტეტები ინოვაციების ბუნებრივი ეპიცენტრებია – ადგილი, სადაც ცოდნა იდეად გარდაიქმნება, ხოლო იდეა – ბიზნესად. სწორედ ამიტომ, CUnicorn-ის მსგავსი ინიციატივები კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი ინოვაციური ეკონომიკისთვის”, – აღნიშნა სააგენტოს თავმჯდომარემ.

CUnicorn-ის პრე-აქსელერაციის პროგრამა უკვე მეექვსედ ტარდება და აერთიანებს ახალგაზრდა მეწარმეებს, ინოვატორებსა და დამწყებ სტარტაპებს, რომელთაც საკუთარი იდეების განვითარება სურთ.

დემო დღეზე წარმოდგენილნი იყვნენ შემდეგი სტარტაპები: Opti, Flexi, Hatch, Kan-Guroo, Kere, StudOrga, SwipeSights და AI Sakhli. პროგრამის მონაწილე სტარტაპებმა საკუთარი იდეები და ინოვაციური გადაწყვეტები ჟიურის, ინდუსტრიის ექსპერტებს, ინვესტორებს, პარტნიორებსა და მოწვეულ სტუმრებს წარუდგინეს. დემო დღის დასასრულს გამარჯვებული გუნდები გამოვლინდა: 1-ელი ადგილი Opti-მ დაიკავა, მე-2 ადგილი – Flexi-მ, მე-3 ადგილი – Kere-მ. სამივე გუნდი კავკასიის უნივერსიტეტის მიერ დაწესებული ფულადი პრიზებით დაჯილდოვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები