ალოიზ მიზანდარის მემორიალური დაფა გაიხსნება

180 წელი შესრულდა პირველი ქართველი კომპოზიტორისა და პიანისტის, ქართული საფორტეპიანო სკოლის ფუძემდებლის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ერთ-ერთი დამაარსებლის, ალოიზ მიზანდარის დაბადებიდან.
აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით, თბილისის მერიის დაფინანსებით, აღდგა 1990-იან წლებში, თბილისში, რუსთაველის გამზ. 14 -ში (ბესიკის ქ. 2) დაკარგული მემორიალური დაფა, რომლის გახსნაც  22 ნოემბერს, 14:00 საათზე გაიმართება.
14:30 საათზე თბილისის მერიის ა. მიზანდარის სახ. N1 ხელოვნების სკოლაში გაიმართება კონცერტი (რუსთაველის გამზ. 28 / ალ.ჭავჭავაძის ქ.2).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები