რომან რურუას 75 წლის იუბილისადმი მიძღვნილი მადლიერების საღამო გაიმართება

25 ნოემბერს, 17:00 საათზე, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის სააქტო დარბაზში  გამორჩეული  მოჭიდავისა და ქართველის – რომან რურუას 75 წლის იუბილისადმი მიძღვნილი მადლიერების საღამო გაიმართება.
როგორც „კვირას“  საინიციატივო ჯგუფის წევრებმა განუცხადეს, ბედნიერებით სავსე სამშობლო მადლიერებაზე შენდება. მოძალებული სიძულვილის ეპოქაში კი, უპირველესად, სიყვარული და მადლიერების გრძნობა უნდა დავიბრუნოთ.
„საღამოზე მადლობას ვეტყვით კაცს, რომელმაც შეუძლებელი შეძლო სპორტშიც, ბიზნესშიც, რაც მთავარია, ცხოვრებაში, რისი დასტურიცაა მისი ოჯახი, ცხოვრების წესი, საქმისა და მეგობრებისადმი დამოკიდებულება, ტკივილით და სიყვარულით სავსე პუბლიკაციები. ყველაფერი ეს აღნიშნულია ჩვენ მიერ შექმნილ წიგნში  – „მინდა ვიცხოვრო ბედნიერებით სავსე სამშობლოში“ და გაჟღერდება ამ საღამოზე. დიდი სურვილი გვაქვს, ერთად ვიყოთ მისი დაბადების დღეს და მშობლიური უნივერსიტეტის კედლებში, ამ ფორმით მოვეფეროთ 75 წლის რომან რურუას, რომელმაც უარი თქვა იუბილეს აღნიშვნაზე“, – აღნიშნავენ საინიციატივო ჯგუფის წევრები.
საღამოს რეზო თაბუკაშვილის სახელობის თეატრის ხელმძღვანელი იზა ვეფხვაძე  წარუძღვება.
მადლიერების საღამოს ორგანიზების საინიციატივო ჯგუფის წევრები არიან: ანზორ ერქომაიშვილი, გიგა ბათიაშვილი, ტარიელ ხარხელაური, გივი თოიძე, არნოლდ გეგეჭკორი, ომარ მხეიძე, თემურ გუგუშვილი, რამაზ ყურაშვილი, პაატა გიორგაძე, გურამ გედეხაური, ესტატე გოგლიჩიძე, რამაზ ლომინაძე, ირაკლი მაჭავარიანი, ალექსანდრე ოჩიგავა, ნონა ღამბაშიძე, თეიმურაზ შაშიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები