რეზო კიკნაძის ლექცია: „ოტოფთალმია: ხილვადი და სმენადი” გაიმართება

24 ნოემბერს, 18:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება რეზო კიკნაძის ლექცია: „ოტოფთალმია: ხილვადი და სმენადი”.
როგორც „კვირას“ ეროვნულ მუზეუმში განუცხადეს, ლექცია შეეხება ბრიუსელში 1958 წელს გამართულ მსოფლიო გამოფენას, სადაც PHILIPS კონცერნმა ლე კორბიუზიეს პავილიონის არქიტექტურული დიზაინი შეუკვეთა. კორბიუზიემ, იანის ქსენაკისთან და ედგარ ვარეზთან ერთად, შექმნა მეორე მსოფლიო ომის შოკიდან ჯერ კიდევ ვერგამოსული ევროპის ესთეტიკური და ემოციური სახე – მულტიმედიური Gesamtkunstwerk-ი.
ლექციაზე ნაჩვენები იქნება ამ წარმოდგენის ამსტერდამში აღდგენილი ვერსია და განხილული იქნება ხელოვნებათშორისი მედიუმი სმენადსა და ხილვადს შორის.
ლექციის ბოლოს გაიმართება მცირე კონცერტი რეზო კიკნაძის კომპოზიციებითა და იმპროვიზაციით.

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ. 11.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები