ამ ეტაპზე ბათუმში სამშენებლო პროცესი შეჩერებულია და მიმდინარეობს არქეოლოგიური ნაშთების შესწავლა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გმობს ბათუმში შემთხვევით აღმოჩენილი ქვევრის დაზიანების ფაქტს. სააგენტოს პოზიციას „კვირას“ უცვლელად გთავაზობთ:
„აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გმობს ბათუმში, თამარის დასახლებაში ერთ-ერთი საკომუნიკაციო არხის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას გარკვეული პირების მიერ არქეოლოგიური ნაშთების მიზანმიმართულ დაზიანებას.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანამშრომლები არქეოლოგებთან ერთად ადგილზე გაეცნენ არსებულ ვითარებას. ამ ეტაპზე სამშენებლო პროცესი შეჩერებულია და მიმდინარეობს მისი არქეოლოგიური შესწავლა“, – აცხადებენ სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები