ოპერის თეატრის 4 -წლიანი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

18 ნოემბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ბადრი მაისურაძემ, თეატრის 4- წლიანი პროგრამის პრეზენტაცია გამართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილეები – მანანა ბერიკაშვილი, კახი კანდელაკი, გიორგი ბაქრაძე და ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის თანამშრომლები.
პრეზენტაციაზე წარმოადგინეს თეატრის პროგრამა და ისაუბრეს მომდევნო 4 წლის განმავლობაში დაგეგმილ პრემიერებზე, პროდუქციებსა და კოპროდუქციებზე, საბავშვო სპექტაკლებზე, საერთაშორისო პროექტებზე, ფესტივალებზე, კონკურსებზე, საგანმანათლებლო, რეგიონულ მიმართულებებსა და გასტროლებზე.
4- წლიანი პროგრამის ფარგლებში არსებული პროექტების განხორციელება თეატრში უკვე დაწყებულია. სულ რამდენიმე დღის წინ, წარმატებით დასრულდა „ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა“. 18 ნოემბერს კი, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში შედგა, პროგრამით გათვალისწინებული, პირველი ოპერის, „ტრავიატას“ პრემიერა.
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის 4- წლიანი პროგრამა ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით. ბადრი მაისურაძე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად 2016 წლის 13 ნოემბერს დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები