მაია მიქაიას ახალი კრებულის – „სულისცალის“ წარდგინება გაიმართება
21 ნოემბერს, 19.00 საათზე ლიტერატურის მუზეუმში გაიმართება პოეტ მაია მიქაიას ლექსების ახალი კრებულის – „სულისცალის“ წარდგინება.
როგორც „კვირას“ თავად ავტორმა განუცხადა, წიგნი გამომცემლობა „კალმოსანმა“ დაბეჭდა. „ჩემს მესამე წიგნს, „სულისცალი“ ჰქვია. ჩემი მოფიქრებულია და მიხარია, რომ მოსწონთ, უკვე იყენებენ კიდეც. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მეგობარს, გამომცემლობის დირექტორს, ხვიჩა ყალაბეგაშვილს. წიგნის რედაქტორია ასევე ჩემი მეგობარი, პოეტი ედუარდ უგულავა. მასვე ეკუთვნის გარეკანის მხატვრობა“, – განაცხადა მაია მიქაიამ.
მაია მიქაიამ 2013 და2015 წელს – ქრისტიანული პოეზიის ფესტივალზე „წმინდა ნინოს ჯვარი“, I პრემია მოიპოვა; 2016 წელს – ქრისტიანული პოეზიის ფესტივალზე „წმინდა ნინოს ჯვარი“, ასევე – I პრემია (საბავშვო პოეზია);
2013 წელი – „ხვარამზეობაზე“, III პრემია ლექსით „შურიმშინე“; 2012, 2014, 2015, 2017 წელი – „ბათუმის ლექსების გამოფენაზე“- რჩეული ათეული; 2015, 2016 წელი – კონკურს „ოდეონზე“ – რჩეული ხუთეული;
გამოცემული აქვს ლექსების ორი კრებული: „მონოლოგი ტკივილთან“ (1995 წ.); „შურიმშინე“ (2013 წ.);
ახალ კრებულში „სულისცალი“ შესულია ბოლო სამი წლის განმავლობაში დაწერილი ლექსები.