„თვითმფრინავის ბიჭები – თაობათა პოზიცია“: წიგნის სახლ „ლიგამუსში“ შეხვედრა გაიმართება

,,თვითმფრინავის ბიჭები – თაობათა პოზიცია’’, – თემაზე, თბილისის მუზეუმების გაერთიანების ორგანიზებით,  განიხილება სოსო წერეთელისა და მისი მეგობრების მისწრაფება, ყოფილიყვნენ თავისუფალნი და თავი დაეღწიათ საბჭოთა რეჟიმისგან.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, 18 ნოემბერს, 17:00 საათზე, ეპოქის ჭრილში გაიმართება მსჯელობა, ამართლებს თუ არა ეს მისწრაფება იმ ტრაგიკულ ფაქტს, რომელიც 1983 წლის 18 ნოემბერს მოხდა.
1983 წლის 18 ნოემბერს, შვიდმა ქართველმა ახალგაზრდამ, საბჭოთა საქართველოდან თვითმფრინავის გატაცება და ამ გზით დასავლეთში მოხვედრა სცადა. მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. შედეგად დაიღუპა შვიდი ადამიანი, ორი პილოტი და ბორტგამცილებელი, ორი მგზავრი და ორი გამტაცებელი. თინა ფეტვიაშვილს თოთხმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რომელიც თვითმფრინავის გატაცებისას ფეხმძიმედ იყო. დანარჩენებს კი, სასჯელის უმაღლესი ფორმა – დახვრეტა მიუსაჯეს. განაჩენი სისრულეში მოიყვანეს 1984 წლის 3 ოქტომბერს.
მოწვეული სტუმრები: ნათელა მაჭავარიანი (გეგა კობახიძის დედა); ვახო ჩაჩანიძე (მსახიობი, ფილმი ,,მძევლები“); გოჩა ჯაფარიძე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი); ნინო ენუქიძე (მაგისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი); სოფო ყანჩაშვილი (მაგისტრი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი); ანი კვირიკაშვილი (დოქტორანტი, ილიას უნივერსიტეტი).
შეხვედრის ადგილი: ჭავჭავაძის 32, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსი, წიგნის სახლი „ლიგამუსი“.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები