„ჩვენ უნდა შევქმნათ ბედნიერება“ – გალაკტიონ ტაბიძის 126-ე წლისთავი აღინიშნება

გალაკტიონ ტაბიძის 126-ე წლისთავს თბილისის მუზეუმების გაერთიანება აღნიშნავს კომპლექსური პროექტით – ,,ჩვენ უნდა შევქმნათ ბედნიერება“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, პროექტის მიზანია, საზოგადოებას საშუალება მისცეს, განსხვავებულ ჭრილში დაინახოს გალაკტიონი, მისი პოეზიის მასშტაბები, თანამედროვეობის საკითხები და შექმნას ალტერნატიული აზრი.
დღის წესრიგი: 11:00 – ღია გაკვეთილი – გალაკტიონ ტაბიძის სახელობის 51-ე საჯარო სკოლა;
16:00 – ფილმის „მე მთელ დედამიწას დუელში ვიწვევ“ ჩვენება და დისკუსია. ფილმი მომზადებულია საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის ბაზაზე.
მოწვეული სტუმრები: გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიისა და ლიტერატურული პრემია ,,საბას’’ პოეტი ლია სტურუა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემია ,,საბასა“ და ,,გალას’’ პრემიების ლაურეატი პოეტი ვახტანგ ჯავახაძე.
შეხვედრის ადგილი:  გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი, მარჯანიშვილის ქ. №4.
შეხვედრის დრო:  17 ნოემბერი, 11:00 საათი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები