სოფელ ტანძიაში არსებულ ისტორიულ წყაროს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

სოფელ ტანძიის მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, სოფელ ტანძიაში არსებულ წყაროს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტმა, სამუშოების შესასრულებლად, ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებული გამოვლენილია და კომპანიამ მუშაობა უკვე დაიწყო.

გაიწმინდება წყარო, მოეწყობა ბილიკი, ბორდიურები კი ბაზალტის ქვით მოპირკეთდება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები